24 თებ 2026
კრემლის განცხადებით, უკრაინის კონფლიქტში ჩარევის შესახებ დასავლეთის ქვეყნების გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ის გაცილებით ფართო კონფრონტაციად იქცა იმ სახელწიფოებთან, რომლებსაც, რუსეთის აზრით, მისი განადგურება სურთ.
კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აღიარებს, რომ მოსკოვს სპეციალური სამხედრო ოპერაციის საბოლოო მიზნებისთვის სრულად ჯერ არ მიუღწევია და ამიტომაც ეს ოპერაცია გაგრძელდება.
სპეციალური სამხედრო ოპერაცია ამ კონფლიქტში დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების პირდაპირი ჩარევით რუსეთთან გაცილებით ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში გადაიზარდა - ამბობს პესკოვი და აცხადებს, რომ მოსკოვი ღიაა უკრაინაში თავისი მიზნების დიპლომატიურ-პოლიტიკური არხებით მისაღწევად.
პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას თავი შეიკავა იმის დაზუსტებისგან, როდის და სად გაიმართება სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი.