ბოჭორიშვილი: მთავარია, ბრიუსელმა შეწყვიტოს და ხელი არ შეუწყოს დეზინფორმაციული კამპანიების გავრცელებას

24 თებ 2026

საქართველოს პერსპექტივიდან გამომდინარე, მთავარია, ბრიუსელმა შეწყვიტოს და ხელი არ შეუწყოს იმ დეზინფორმაციული კამპანიების გავრცელებასა და დაფინანსებას, რომლებიც მნიშვნელოვნად უშლის ხელს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, - ასე უპასუხა მაკა ბოჭორიშვილმა კითხვას, რომელიც ეხებოდა კაია კალასის განცხადებას, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დიპლომატები იმსჯელებენ ევროპაში დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე.

მან დეზინფორმაციასთან ბრძოლა გამოწვევად დაასახელა.