საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ჟენევაში

24 თებ 2026

ადამიანის უფლებათა საბჭოს 61 სესიის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ჟენევაში გრძელდება, მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობა და ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული საკითხები.

ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ევროპის საბჭოს დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების მაღალ დონეზე დაყენების აუცილებლობას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ საკითხებზეც. მაკა ბოჭორიშვილი ასევე შეხვდა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს შეხვდა.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საჭიროებას.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების გაეროს დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნების საკითხზე.