ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, "სარფში" აკრძალული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა

24 თებ 2026

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - „სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული 17 აბი აკრძალული მედიკამენტი გამოავლინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.