პირველი  ლედი  შშმ პირების მშობლებს შეხვდა

23 მაი 2017

საქართველოს პირველი ლედი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლებს ხელვაჩაურის ახალგაზრდულ ცენტრში შეხვდა, სადაც ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში მშობელთა აქტიურობას შშმ პირთა მიმართ არსებული სტიგმის დაძლევისა და სერვისების გაფართოების თვალსაზრისით პოზიტიური ცვლილებები მოჰყვა.

საინფორმაციო ტიპის შეხვედრები ქვეყნის ხუთ მუნიციპალიტეტში გაიმართება. ოფიციალური სტატისტიკით, ხელვაჩაურში  29 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე,  163 პირი ცხოვრობს.