23 თებ 2026
მექსიკის ხალისკოს შტატში მდებარე კურორტი პუერტო ვალიარტა ცეცხლმოკიდებული მანქანებიდან ამოსულმა შავმა კვამლმა მოიცვა მას შემდეგ, რაც მექსიკელი კარტელის ბოსი „ელ მენჩო“ სამხედრო რეიდის დროს მოკლეს.
კვირას მექსიკის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ნემესიო ოსეგუერა, რომელიც უფრო ცნობილია, როგორც „ელ მენჩო“, სამხედრო რეიდის დროს მოკლეს, რადგან ქვეყნის მთავრობა აშშ-ის ჩარევის მუქარის შემდეგ კარტელებზე ზეწოლას აძლიერებს.
ოპერაციამ ქვეყანაში ძალადობის ტალღა გამოიწვია.