23 თებ 2026
დადგენილება მიღებულია, ზოგიერთ სფეროში კი უცხოელების დასაქმებაზე ნულოვანი კვოტაც განსაზღვრულია.
პირველი მარტიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდება, რომლის შემდეგაც საქართველოში მუდმივი ბინადრობის არმქონე მიგრანტები ტაქსის მძღოლებად, კურიერებად და გიდებად ვეღარ იმუშავებენ.
ცვლილების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს კანონიერად დასაქმებისთვის, მათ შორის დისტანციურადაც, ნებართვის მოპოვება დასჭირდება, რაც კონკრეტულ პოზიციასა და კონკრეტულ დამსაქმებელზე გაიცემა 1 წლის ვადით.
კანონი ევროკავშირის რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადდა.