23 თებ 2026
საქართველო-თურქეთის საზღვართან, სარფში, სატვირთოების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. პროტესტის მონაწილეების თქმით, ისინი პარკირების საფასურის ზრდას აპროტესტებენ.
მძღოლების ინფორმაციით, აქამდე სატვირთო ავტომობილების პარკირების ღირებულება 80 ლარი იყო, თუმცა ახალი ტარიფით ფასი 130 ლარამდე იზრდება. მათივე თქმით, გადასახადი ერთიანია და არ არის დამოკიდებული პარკირების ხანგრძლივობაზე. ყვებიან, რომ პარკირების ადგილები კერძო მფლობელობაშია, თუმცა მიბმულია შემოსავლების სამსახურზე.
ისინი დახმარების თხოვნით, შესაბამის უწყებებს მიმართავენ. შემოსავლების სამსახურში განმარტეს, რომ აღნიშნული ტერიტორიები მათ ბალანსზე არ არის, შესაბამისად ფასების კორექტირებას ვერ განახორციელებდნენ.
რაც შეეხება ზოგად საშემოსავლო მოსაკრებელს, მათივე განმარტებით ტარიფები არ შეცვლილა.