ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში 

23 თებ 2026

ევროპის ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღეს დაესწრნენ და მოფარიკავეებს შეხვდნენ სპორტის მინისტრი და მინისტრის მოადგილე. მათ გიორგი ურუშაძეს პირადად მიულოცეს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ისტორიული მედალი. კადეტთა შორის ევროპის ჩემპიონატი დღეს გუნდური ასპარეზობით დასრულდება. ხვალიდან  კი ახალგაზრდებს შორის დაიწყება კონტინენტის პირველობა.

კადეტთა შორის ევროპის ჩემპიონატის შეჯიბრების ბოლო დღეს საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ანგარიშზე ერთი მედალია: კონტინენტის პირველობაზე კადეტებს შორის ჩემპიონი გიორგი ურუშაძე გახდა. მან საქართველოს ამ ასაკობრივ კატეგორიაში ისტორიული ოქროს მედალი მოუტანა.

აქვე გეტყვით, რომ ევროპირველობაზე 42 ქვეყნის 1100-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.

საქართველო კი იუნიორებსა და კადეტებს შორის ევროპის ჩემპიონატს ისტორიაში პირველად მასპინძლობს. კონტინენტის პირველობა 27 თებერვალს დასრულდება.