23 თებ 2026
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის - მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ელენე ხოშტარიას საქმეზე პირველი არსებითი სხდომა მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ, ამასთან იმსჯელებენ ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.
სხდომას არ ესწრებიან ნიკა მელია, ელენე ხოშტარია და მამუკა ხაზარაძე. ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ პოლიტიკოსებს ბრალდება წარუდგინა, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
აღნიშნულ საქმეში გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი 1 მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.