ოპოზიციის გეგმები

23 თებ 2026

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით  გაკეთდა განცხადებები. ოპოზიციის ერთობას ვერ ხედავს პარტია  ,,გახარია საქართველოსთვის’’. 

ტატა ხვედელიანის  შეფასებით, ენმ-ს წარმომადგენლებთან  ერთიანობა, მათთვის წითელი ხაზია. მისივე განცხადებით, ,,გახარია საქართველოსთვის’’ იმ დღის წესრიგს მიჰყვება, რომელიც, კონსტიტუციური და მშვიდობიანია.

რაც შეეხება მმართველ გუნდს. როგორც აქ განმარტავენ, გაერთიანდება თუ არა ოპოზიციია,  ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები არ შეიცვლება, რადგან მათ ქართული ოცნებისგან განსხვავებით, ხალხის მხარდაჭერა არა აქვთ.

,,ნულს პლუს ნული, უდრის ნულს, ეს არის მარტივი მათემატიკური ფორმულა“. ასე გამოეხმაურა პრემიერ მინისტრი  ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებას.