23 თებ 2026
სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზის გადამოწმების მნიშვნელობაზე კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა დღეს პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, 2020 წელს, პანდემიის პერიოდში, მნიშვნელოვნად გაიზარდა სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეების რაოდენობა, რადგან იმ დროისთვის ვერ ხერხდებოდა მონაცემების სრულფასოვანი გადამოწმება. კობახიძის თქმითვე, აღნიშნულმა პროცესმა დაუზუსტებელი სტატისტიკის ფორმირებას შეუწყო ხელი.
ქვეყნის პირველი კანონმდებლის შეფასებით, კი ეს მიუთითებს სისტემაში არსებულ ხარვეზებზე.