23 თებ 2026
ჯანდაცვის სამინისტრო "სოციალური მომსახურების სააგენტოს" ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმებას იწყებს.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზანია, რომ ბაზაში რჩებოდნენ მხოლოდ ის ოჯახები და ადამიანები, რომლებსაც, რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა.
უწყებაში განმარტავენ, რომ ამ დრომდე სოციალურ დახმარებას ისეთი ოჯახებიც იღებდნენ, რომელთაც ფინანსური პრობლემები აღარ ჰქონდათ.