23 თებ 2026
აჭარის უმაღლეს საბჭოში ბიუროს სხდომა გაიმართა. კანონმდებლებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხს უყარეს კენჭი. ბიუროს გადაწვეტილებით, უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიაზე მინისტრის საათის ფორმატში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს - ნინო ნიჟარაძეს 19 მარტს მოუსმენენ.
16 აპრილს კი დრო აჭარის კულტურის მინისტრს - ელისო ბოლქვაძეს დაეთმობა. განათლებისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი მინისტრის საათის ფორმატში კანონმდებლების წინაშე 30 აპრილს წარსდგება. დენის სალუქვაძე - სოფლის მეორნეობის მინისტრი სამინისტროს საქმიანობას 21 მაისს წარადგენს.
რაც შეეხება ედნარ ნატარიძეს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, მის მოხსენებას დეპუტატები 18 ივლისს მოისმენენ. დღესვე ბიუროს სხდომაზე მინდია ფუტკარაძის მიერ წარდგენილ პეტიციაზე იმსჯელეს. კერძოდ, ''ბათუმში, ნიკო ჯაყელის ქუჩაზე მიწის შესყიდვისა და რეკრეაციული ზონის“ მოწყობის შესახებ.
საკითხი განსახილველად გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.