23 თებ 2026
დღეს ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა. კოჯორსა და ტაბახმელაში საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ გამართული გმირული ბრძოლის შემდეგ 105 წელი გავიდა. 1921 წელს, სამხედრო სასწავლებლის იუნკერები კოჯორ-ტაბახმელასთან საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ.
საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან დახვდნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელის მიდამოებში მიმდინარეობდა. მე-11 არმიას იუნკერებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა, განახლებული შეტაკებების შედეგად, იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა.იუნკერთა ხსოვნის დღე 2010 წლიდან აღინიშნება.
დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.