ორი ადამიანი დაიღუპა ოდესაზე თავდასხმის შედეგად

23 თებ 2026

ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა ოდესის რეგიონზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად - განცხადებას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. დაღუპულებს შორის 20 წლის გოგონა და 45 წლის კაცია. სამი დაშავებულიდან ორის მდგომარეობა მძიმეა.

რუსული დრონის სატვირთო მანქანების გაჩერებაზე ჩამოვარდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. 

დარტყმები განხორციელდა სამრეწველო, ენერგეტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, დაზიანდა საწარმო და სასაწყობო ობიექტები.