23 თებ 2026
ევროკავშირის ქვეყნები, სავარაუდოდ, რუსეთის წინააღმდეგ შემოთავაზებული სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა. უნგრეთის მხრიდან მუდმივმა წინააღმდეგობამ ცხადყო, რომ ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე შემოთავაზებულ ზომებზე კონსენსუსს ვერ მივაღწევთ - განუცხადა კალასმა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე.
მიზეზი უნგრეთის უკმაყოფილებაა უკრაინის მიერ 27 იანვარს მილსადენ დრუჟბიდან ნავთობის მიწოდების შეჩერებაა, რის შედეგადაც უნგრეთი ნავთობს ამ მილსადენიდან ვეღარ იღებს. გასულ შაბათ-კვირას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ დაბლოკავდა სანქციებს, თუ უკრაინა არ განაახლებს ნავთობის მიწოდებას.
უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს რუსეთის თავდასხმის შედეგად მილსადენის დაზიანების გამო მოხდა, თუმცა უნგრეთი ამ მიზეზს დამაჯერებლად უარყოფს.