ნეპალში სამგზავრო ავტობუსის ავარიამ 19 ადამიანი იმსხვერპლა

23 თებ 2026

19 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა ავტოსაგზაო  შემთხვევის შედეგად ნეპალში. დაღუპულთა შორის ერთი ბრიტანეთის მოქალაქეა.  სამგზავრო ავტობუსი გზიდან 200 მეტრიან ხევში გადავარდა.  

ავტობუსში სულ 44 ადამიანი იმყოფებოდა. ამ დროისთვის დაღუპულთაგან მხოლოდ ცხრა ადამიანია იდენტიფიცირებული.     

საგზაო შემთხვევები ხშირია ძირითადად მთიან ნეპალში, სადაც გზების მდგომარეობა სავალალოა.

ქვეყანაში საგზაო შემთხვევების შედეგად ყოველწლიურად ასობით ადამიანი იღუპება.