ევროპის საკლუბო ჩემპიონატი დარბაზის ჰოკეიში 

23 თებ 2026

დარბაზის ჰოკეიში ევროპის საკლუბო ჩემპიონატი დასრულდა. სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დარბაზის ჰოკეიში ქალთა ევროპის საკლუბო ჩემპიონატს, „ჩელენჯ 1-ს“, საქართველომ უმასპინძლა.

ქუთაისის „უქიმერიონი” ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში სლოვაკეთის კლუბ „რაჩასთან“, ანგარიშით 4:3, დამარცხდა.

ტურნირის ჩემპიონი  ხორვატიის კლუბი  „ზელინა” გახდა.