23 თებ 2026
დასრულდა ზამთრის ოლიმპიური თამაშები, რომელიც იტალიაში, მილანსა და კორტინა - ამპეცოში გაიმართა. ეს ოლიმპიადა ისტორიული გამოდგა საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა პირველად მოიგეს მედალი. ეს ფიგურულ ციგურაობაში ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ შეძლეს. მათ წყვილთა შორის ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
ზამთრის ოლიმპიადაზე 92 ქვეყნის 2871 სპორტსმენი მონაწილეობდა. დახურვის ცერემონიალი ვერონას კოლიზეუმში გაიმართა, სადაც საქართველოს დროშა ლუკა ბერულავამ და ნინო წიკლაურმა გამოიტანეს.
მომდევნო ზამთრის ოლიმპიადა 2030 წელს საფრანგეთში გაიმართება.