23 თებ 2026
შეზღუდვები საქართველოში მცხოვრები უცხოელებისთვის. 1 მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე მიგრანტები ტაქსის მძღოლებად, კურიერებად, გიდებად მუშაობას ვეღარ შეძლებენ.
შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ გამოსცა.
დადგენილებაში საკურიერო მომსახურებაზე, მგზავრების გადაყვანასა და ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ნულოვანი კვოტა განისაზღვრა.
აღნიშნული საქმიანობები დასაშვებია მხოლოდ უცხოელის მიერ შრომითი საქმიანობის ნებართვის მოპოვების შემდეგ.