საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

23 თებ 2026

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტში მიიღებს მონაწილეობას

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილი ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტს დაესწრება და საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.