23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

23 თებ 2026

23 თებერვალი, ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა. კოჯორსა და ტაბახმელაში საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ გამართული გმირული ბრძოლის შემდეგ 105 წელი გავიდა. 1921 წელს, სამხედრო სასწავლებლის იუნკერები კოჯორ-ტაბახმელასთან საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ. საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან დახვდნენ.

ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელის მიდამოებში მიმდინარეობდა. მე-11 არმიას იუნკრებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა, განახლებული შეტაკებების შედეგად, იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა.