22 თებ 2026
აფხაზეთის მთავრობის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი იტალიაში გრძელდება, რომლის ფარგლებშიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ევროპარლამენტარ ლეოლუკა ორლანდოს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ჰუმანიტარული პროექტის განახლების შესაძლებლობა, რომელიც საქართველო-იტალიას შორის დევნილი მოზარდებისთვის გაცვლით პროგრამას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინიციატივა წლების წინ სწორედ ლეოლუკა ორლანდოს ჩართულობით, მისი პალერმოს მერობის პერიოდში დაიწყო. შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში თამარ ლილუაშვილი და აფხაზეთის მთავრობის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.