22 თებ 2026
სამმხრივი მოლაპარაკების ფონზე სამხედრო დაპირისპირება უკრაინასა და რუსეთს შორის არ წყდება, გასულ ღამეს ოკუპანტმა ისევ დაბომბა კიევი და ოდესა, სამიზნეებს შორის მთავარი ენერგოინფრასტრუქტურაა, თუმცა ამერიკელების მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებში სიახლეა, სტივ უიტკოფის თქმით, შემუშავდა რამდენიმე წინადადება ორივე მხარის მიმართ და პასუხს უახლოეს სამ კვირაში ელოდებიან, რის შემდეგაც შესაძლოა უკვე სამმხრივი შეხვედრა პრეზიდენტების დონეზეც გაიმართოს.