22 თებ 2026
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში კარგი ახალი ამბავია მოსალოდნელი.
„ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში უიტკოფმა აღნიშნა, რომ ჯარედ კუშნერთან ერთად ორივე მხარეს წარუდგინეს წინადადება და უახლოეს სამ კვირაში მოსალოდნელია შეხვედრა, რომელიც შესაძლოა ზელენსკის და პუტინს შორის სამიტითაც კი დასრულდეს. ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, ეს შეხვედრა შესაძლოა იყოს სამმხრივი და მას პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც დაესწროს.