22 თებ 2026
ბაიკალის ტბაში მყვინთავებმა 7 ცხედარი იპოვეს. ჩინელი ტურისტები და რუსი მძღოლი გაყინული ტბის გადაკვეთისას დაიღუპნენ. გავრცელებული ინფორმაციით ყინული ჩატყდა და ტრანსპორტი ჩაიძირა.
ირკუტსკის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, შემთხვევას 1 ტურისტი გადაურჩა და მან გაქცევა მოახერხა. რეგიონის პროკურატურამ განაცხადა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მედიის ცნობით, პარასკევს მომხდარი ავარიის ადგილზე, წყლის სიღრმე 18 მეტრი იყო და მყვინთავებს ცხედრების მოსაძებნად წყალქვეშა კამერების გამოყენება მოუწიათ.