საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ბადმინტონის მსაჯების გადამზადების პირველი ეტაპი დასრულდა

22 თებ 2026

ბადმინტონის მსაჯების გადამზადებისა და სერტიფიცირების პროგრამის პირველი ეტაპი დასრულდა.  მონაწილეებმა მიიღეს მსაჯობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა. 28 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით გადამზადებისა და სერტიფიცირების მეორე ეტაპი დაიწყება: ჩატარდება  თეორიული და პრაქტიკული გამოცდები, რომელთა შედეგების საფუძველზე მონაწილეებს მიენიჭებათ ეროვნული მსაჯის კომპეტენცია.
პროგრამის მიზანია ჩამოყალიბდეს  მსაჯების ოფიციალური ჯგუფი, რომელიც შეძლებს ფედერაციის მიერ ორგანიზებული ეროვნული და საერთაშორისო ტურნირების მაღალკვალიფიციურ მსაჯობას.