22 თებ 2026
აჭარაში გიდებმა პროფესიული დღე აღნიშნეს. აჭარის გიდების ასოციაციამ იმ გიდებს, რომლებმაც სპეციალური სასწავლო კურსი წარმატებით გაიარეს სერტიფიკატები გადაეცა. ასევე საზეიმო ვითარებაში გამოავლინეს სამი წარმატებული, წლის საუკეთესო გიდი.
რომლებმაც მაღალი შეფასებები ტურისტებისგან დაიმსახურეს. ღონისძიებაზე საუბარი შეეხო იმ გარემოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტურისტს, ქვეყანა გააცნოს პროფესიონალმა და კვალიფიციურმა გიდმა.
რაც შეეხება 21 თებერვალს, გიდის პროფესიისა და პროფესიული უნარების აღსანიშნავად, იგი გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციამ დაამკვიდრა. მსოფლიოში მას 1990 წლიდან აღნიშნავენ. ამ ტრადიციას 2010 წლიდან საქართველოც შეუერთდა.