მესტიაში „გემოფესტი“ გრძელდება

22 თებ 2026

 გვიანობამდე გაგრძელდა გუშინ “გემო ფესტი“ მესტიაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მოგზაურები. საღამოს მუსიკალური ნაწილი ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა გახსნენ და DJ-ეებმა დაასრულეს. გემო ფესტის ფარგლებში ვიზიტორებმა სვანური კერძების ნაირსახეობები დააგემოვნეს.
წელს ფესტივალს 6 ახალი ადგილობრივი მზარეული ჰყავს და სულ 16 მონაწილეა ჩართული. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გემო ფესტი მესტიაში მესამედ ტარდება. ღონისძიების მიზანი ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა და შიდა ტურიზმის განვითარებაა.
ღონისძიების მიმართ გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე, აეროპორტების გაერთიანებამ, მესტიის მიმართულებით 5 დამატებითი ავაირეისი დანიშნა. გემო ფესტის მეორე დღეს ღონისძიებები 15 საათიდან დაიწყება და დღეს დასრულდება.