სეოკ-ის ხელმძღვანელები ოლიმპიურ სოფელში

22 თებ 2026

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები ოლიმპიურ სოფელში ქართველ სპორტსმენებს შეხვდნენ. მათ სპორტსმენებს მილანი-კორტინას ზამთრის ოლიმპიური თამაშებზე წარმატებული გამოსვლა კიდევ ერთხელ მიულოცეს. ლერი ხაბელოვის განცხადებით, ქართველმა სპორტსმენებმა ისტორიული შედეგი აჩვენეს და ღირსეულად წარმოადგინეს ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ბერულავა/მეტელკინას წყვილმა ამ ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, რაც დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველი მედალია ზამთრის ოლიმპიადაზე