22 თებ 2026
მასირებული შეტევა უკრაინის მიმართულებით. აფეთქებები იყო დედაქალაქ კიევში, სადაც თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით განხორციელდა. მედიის ცნობით, დაშავებულია 2 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვია.
დაზიანდა მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლები. თავდასხმა იყო ასევე უკრაინის ქალაქ ოდესაზე, სადაც რუსულმა ძალებმა იერიში ენერგეტიკულ სექტორზე მიიტანეს. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ დროისთვის ხანძრის ყველა კერა ლოკალიზებულია.