უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

22 თებ 2026

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უნგრეთმა და სლოვაკეთმა ულტიმატუმები კრემლში უნდა გააგზავნონ და არა კიევში. უწყების განცხადებაში აღნიშნულია „ უკრაინა უარყოფს და გმობს ჩვენ  ქვეყნებს შორის ენერგომომარაგებაზე უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების ხელმძღვანელობის მხრიდან ულტიმატუმებსა და შანტაჟს.“
სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მსგავსი ქმედებები უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მასობრივი და გამიზნული დაბომბვებისა და მოსკოვის მცდელობების ფონზე, დატოვოს უკრაინელები ელექტროენერგიის, გათბობისა და გაზის გარეშე ექსტრემალური ყინვების დროს, არის პროვოკაციული, უპასუხისმგებლო და საფრთხის ქვეშ აყენებს მთელი რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ქვეყანა მუდმივ კონტაქტზეა ევროკომისიის წარმომადგენლებთან უკრაინული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანებებთან დაკავშირებით.