22 თებ 2026
აშშ ირანის ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის და მისი 56 წლის ვაჟის, მოჯტაბას მკვლელობას განიხილავს - ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული პორტალი „აქსიოსი“ პრეზიდენტ ტრამპის მაღალი რანგის მრჩეველზე დაყრდნობით ავრცელებს. „აქსიოსის“ ინფორმაციით, ნებისმიერი შემთხვევისთვის არის გეგმა.
პორტალის მეორე წყარომ დააზუსტა, რომ ხამენეისა და მისი ვაჟის მოკვლის გეგმა ტრამპს რამდენიმე დღის წინ წარუდგინეს. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკისა და ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა შესაძლოა უკვე ამ უქმეებზე მიიღოს ირანზე დარტყმის გადაწყვეტილება.
ამავე დროს ტრამპის ადმინისტრაცია მზადაა, განიხილოს ვარიანტი, რომლის ფარგლებშიც ირანს ნებას დართავენ, აწარმოოს ურანის „მცირე, სიმბოლური გამდიდრება“, რაც მას არ მისცემს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალებას,“ უთხრა Axios-ს ერთ-ერთმა წყარომ.