22 თებ 2026
ბარსელონაში ირანში აშშ-ის სამხედრო ჩარევის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა უმრავლესობა ირანის მოქალაქეა.
დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ ირანს სჭირდება იერიში, რადგან ეწინააღმდეგებიან დიდ ძალადობრივ რეჟიმს.
„ჩვენ გვჭირდება უცხო ქვეყნის დახმარება, რათა დაგვეხმაროს დიქტატორების წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
დემონსტრანტები ითხოვენ აშშ-ის მხრიდან სამხედრო დახმარებას იმ ადამიანების დასაცავად, რომლებსაც, აქციის მონაწილეების განცხადებით, ირანის რეჟიმი ემუქრება.