21 თებ 2026
საქართველოში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებთან შესაბამისი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდი შეიქმნა.
გუნდის მზადყოფნის შესაფასებლად, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე საველე, სიმულაციური სწავლება გაიმართა.
გადამზადებული გუნდი, საგანგებო სიტუაციების დროს საველე პირობებში, უზრუნველყოფს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.
თემის დეტალები თიკო სუსარეიშვილის რეპორტაჟში