21 თებ 2026
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრე 3.3 მაგნიტუდის იყო.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 3 კმ-ში, სოფელ ვაკეში დაფიქსირდა.
ბიძგები თბილისის დროით 16:23 საათზე იყო.