ფესტივალი „გემოფესტი“ მესტიაში

21 თებ 2026

მესტიაში დღეს გემოფესტი გაიმართება. რაიონის ცენტრში ფესტივალი 15 საათიდან დაიწყება. მოწყობილია 17-მდე კვების ჯიხური, სადაც მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივი და მოწვეული შეფ-მზარეულები სვანურ ტრადიციულ ცნობილ და ნაკლებად ცნობილ კერძებს მოამზადებენ. აქ მოსულ ვიზიტორებს კი  კერძებისა და სასმელების დაგემოვნების შესაძლებლობა ექნებათ. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა აგროზონები, სამეწარმეო ბაზარი და საბავშვო სივრცე. მოწყობილია ასევე ცივი და ცხელი სასმელების კუთხე. გემო ფესტს მესტია მესამედ მასპინძლობს