21 თებ 2026
21 თებერვალი გიდების საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად, იმერეთის მღვიმეების ადმინისტრაციაში დასაქმებულ გიდებს, საქართველოს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციასა და ეკოტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიებაზე ხაზი გაესვა იმ ადამიანების მნიშვნელობას, რომლებიც ყოველდღიურად საქართველოს ბუნების უნიკალურობას წარმოაჩენენ.