21 თებ 2026
ყველა ფორმატში, იქნება ეს სასამართლოს თუ სხვა კანონიერი გზით, ვეცდებით, „ნამახვანჰესის“ საკითხი შეუქცევად პრობლემად არ იქცეს და ეტაპობრივად ჩავხუროთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ „ნამახვანჰესის“ საქმე სახელმწიფო ბიუჯეტს არ დააწვეს.ცნობისთვის, პარიზის სააპელაციო სასამართლომ „ნამახვანჰესის“ საქმეზე დაადასტურა საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს კომპანია „ენკასთვის“ 400 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა, თუმცა შეაჩერა მისი აღსრულება, ვიდრე სააპელაციო სასამართლო საბოლოო განაჩენს გამოიტანს.