სრული პასუხისმგებლობით მინდა დავაფიქსირო, რომ მე ამ ადამიანს არ ვიცნობ - სულხან თამაზაშვილი ოთარ ფარცხალაძეზე

21 თებ 2026

სრული პასუხისმგებლობით მინდა დავაფიქსირო, რომ მე ამ ადამიანს არ ვიცნობ, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილმა ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით განაცხადა.

სულხან თამაზაშვილის თქმით ოთარ ფარცხალაძეს არ იცნობს და მას არასოდეს შეხვედრია. ხოლო პირს, რომელიც მას ოთარ ფარცხალაძესთან კავშირში ადამაშაულებს, აცხადებს,  რომ არის ცრუ მოწმე.  მთავრობის თავმჯდომარე ამ განცადებით ერთ-ერთ მედიაში გავრცელებულ ბრალდებას გამოეხმაურა.

 

"სრული პასუხისმგებლობით მინდა დავაფიქსირო, რომ მე ამ ადამიანს არ ვიცნობ, მეტიც არასდროს არ შევხვედრივარ, შესაბამისად, არასდროს მქონია კომუნიკაცია ცხოვრებაში არც სატელეფონო და არც პირადი.

 

ზოგადად, ამ ჩვენების მიმართ და მისი ავტორის, ე.წ. ცრუ მოწმის მიმართ მაქვს ამბივალენტური დამოკიდებულება. მე მახსოვს ეს ადამიანი იყო წყნეთის პოლიციის უფროსი. იგი, სამწუხაროდ დააკავეს ქრთამის აღებისა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. ერთის მხრივ მის მიმართ მხოლოდ სიბრალულის ემოცია მაქვს, მეორეს მხრივ, ეს ჩვენება გარდაცვლილის დედის მდგომარეობას ალბათ უფრო დაამძიმებდა, რასაც რეალურად განვიცდი", - განაცხადა თამაზაშვილმა.