21 თებ 2026
21 თებერვალი საქართველოსთვის ისტორიული თარიღია. 1921 წელს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი - კონსტიტუცია მიიღო. დოკუმენტმა მხოლოდ ოთხი დღე იარსება, მაგრამ სწორედ პირველმა კონსტიტუციამ განსაზღვრა ქვეყნის პირდაპირი დემოკრატიის, ხელისუფლების დანაწილებისა და სეკულარული სახელმწიფოს ძირითადი პრინციპები. საქართველოს პირველი კონსტიტუცია 1921 წლის მარტში ბათუმში, ნესტორ ხვინგიას სტამბაში, დაიბეჭდა.