21 თებ 2026
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თავისუფალია მოქალაქე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა.
იგი კასპის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ 23 დეკემბერს დააკავეს, ამ ეტაპზე კი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი გამოიყენეს.