21 თებ 2026
აფხაზეთის მთავრობის დელეგაცია იტალიაში ვიზიტს აგრძელებს. ოფიციალური შეხვედრების ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე პალერმოს მერს რობერტო ლაგალას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვებისთვის იტალიაში გაცვლითი პროგრამების აღდგენის პერსპექტივები განიხილეს.