ზელენსკი - უკრაინა ომს არ აგებს

21 თებ 2026

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის მიერ ტერიტორიულ დათმობებთან დაკავშირებით აშშ-სა და რუსეთს მოლაპარაკებებში ერთმანეთის მსგავსი პოზიცია აქვთ. „ფრანს პრესთან“ ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკი სხვა  საკითხებთან ერთად აშშ-თან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლასაც შეეხო.
აღნიშნა, რომ ეს გაცვლა რამდენიმე დღით შეწყდა 2025 წლის მარტში, მაგრამ ამის შემდეგ, მხარეთა განცხადების თანახმად, აღდგა.
ინტერვიუში მან ახსენა ზეწოლა, რომელსაც უკრაინა განიცდის როგორც რუსეთის, ისე აშშ-ის მხრიდან, რათა კიევმა დათმოს დონბასის რეგიონი. „ამერიკელებიც და რუსებიც ამბობენ: თუ გინდა, რომ ომი ხვალ დასრულდეს, დატოვე დონბასი,“ თქვა ზელენსკიმ.