21 თებ 2026
უნგრეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფა დაბლოკა, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება იქამდე იქნება ძალაში, ვიდრე უნგრეთში „დრუჟბას“ ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდება არ აღდგება.“
სიიარტომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინა ბრიუსელთან და უნგრეთის ოპოზიციასთან კოორდინაციით ნავთობის ტრანზიტის დაბლოკვით უნგრეთს შანტაჟს უწყობს, რათა არჩევნებამდე საწვავის ფასები გაიზარდოს.