წყალდიდობა პერუში - არის მსხვერპლი

21 თებ 2026

პერუში, არეკიპის რეგიონში წყალდიდობას ებრძვიან. რამდენიმე დღის განმავლობაში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ასევე რეგიონში წარმოიქმნა მეწყერი, რასაც სულ მცირე 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაზიანებულია ქუჩები, ავტომობილები და შეფერხებულია მოძრაობა. ოფიციალური პირების განცხადებით, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები და შესაძლოა დაღუპულთა  რაოდენობა გაიზარდოს.