21 თებ 2026
საქართველოს სპორტის მინისტრმა ქალაქ ახალციხეში, თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი დაათვალიერა და არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო. მინისტრმა ასევე მოინახულა ახალციხეში მდებარე სპორტული დარბაზი, რომელშიც განთავსებულია კარატეს, შერეული ორთაბრძოლებისა და კიკბოქსის დარბაზები; ადგილზე გაეცნო საკალათბურთო დარბაზის მშენებლობის პროცესს. სპორტკომპლექსი მოიცავს დიდ და მცირე საცურაო აუზებს.
ძირითადი აუზი განკუთვნილია როგორც ცურვის, ისე წყალბურთის მოედნისთვის; მცირე აუზით სარგებლობას კი მოზარდები და ბავშვები შეძლებენ. მრავალფუნქციური შენობა საცურაო აუზების გარდა, მოიცავს ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივისა და ჭიდაობის დარბაზებს, რაც როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური სპორტისთვის მრავალფეროვან შესაძლებლობას ქმნის. პროექტის „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა“ ფარგლებში ეს უკვე მეოთხე განხორციელებული პროექტია. პროგრამა ითვალისწინებდა ოთხი სპორტული კომპლექსის მშენებლობას და დღეისთვის უკვე ფუნქციონირებს რუსთავის, ქუთაისისა და ზუგდიდის სპორტული კომპლექსები.