20 თებ 2026
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მიღებას 23 თებერვალს გეგმავს. კალასის თქმით, სანქციებით რუსეთი მძიმე ეკონომიკურ ზიანს იღებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისიას სურს რუსული ნედლი ნავთობის საზღვაო მომსახურების სრული აკრძალვა, რათა შემცირდეს რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლები და გართულდეს მისი ნავთობის მყიდველების პოვნა.
ამასთან, კაია კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს სურს, სიაში შეიტანოს ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 43 გემი.