დაპირისპირება ვაშინგტონში მომიტინგეებსა და ილჰამ ალიევის უსაფრთხოების სამსახურს შორის

20 თებ 2026

აზერბაიჯანის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურმა ფიზიკური ძალა გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც აზერბაიჯანში პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, მშვიდობიანი აქციის ჩატარებას გეგმავდნენ, – ინფორმაციას ამის  შესახებ გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინციდენტი „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სხდომის ჩასატარებლად მიმდინარე მზადების დროს მოხდა. აშშ-ის პოლიციის განცხადებით, საქმე უკვე გადაეცა სახელმწიფო დეპარტამენტს.

ამასთან, აზერბაიჯანული მედია იუწყება, რომ „რადიკალ-პროვოკატორთა“ ჯგუფი ცდილობდა, შეეღწია სასტუმროს დაცულ ტერიტორიაზე, სადაც ალიევი იმყოფებოდა.